
2013 წლის 21 ნოემბერს სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოს საკვებისგან მიღებული ინტოქსიკაციის ჩივილებით მიმართა ლიანა თოდუამ, რომელსაც თან ახლდნენ დედა და ბიცოლა.
სტაციონარში მისი მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც 22 ნოემბერს დაგომისში გადაიყვანეს, სადაც 23 ნოემბერს გარდაიცვალა.
ლიანა თოდუას დედა აცხადებს, რომ შვილის სიკვდილში ბრალი სოხუმელ ექიმებს მიუძღვით, რომლებიც ახლა ამტკიცებენ, რომ მისი შვილი ნარკოტიკებს იღებდა.
ლიანა თოდუას დედა დაუკავშირდა დე ფაქტო სტრუქტურებსა და ორგანოებს: ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტს, გენერალურ პროკურორს და ე.წ. პრეზიდენტსაც, თუმცა, დაპირებების მიუხედავად, რომ პრობლემის არსში გაერკვევიან, ამ დრომდე არაფერია გარკვეული.