
,,პროკურატურას ჩვენებას მხოლოდ მაშინ მივცემთ, თუ საქმე ჩემი ძმის წამებაზე აღიძვრება", - განაცხადა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ძმამ, გიორგი თათუხაშვილმა.
თათუხაშვილების ოჯახში დღეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძე იმყოფებოდნენ.
როგორც სახალხო დამცველთან და საია-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი თათუხაშვილმა განაცხადა, ის ყველა ინსტიტუტს მიესალმება, რომელიც ამ საქმეში ჩაერთვება და ობიექტურად მოინდომებს საქმის გამოძიებას.
გიორგი თათუხაშვილის განცხადებით, ოჯახი მანამდე არ გამოცხადდება დაკითხვაზე, ვიდრე საქმე არ აღიძვრება გარდაცვლილი თათუხაშვილის წამების ფაქტზე:
"დღევანდელი პროკურატურა კი არ იძიებს, საქმის მიჩქმალვას ცდილობს. არც კი ვიცით, რაზე გვიბარებენ ოჯახის წევრებს. ვერ გავარკვიეთ რა მუხლით, რისთვის ვიყავით დაბარებულები. ჩვენ პროკურატურას ჩვენებას მხოლოდ მაშინ მივცემთ, თუ საქმე ჩემი ძმის წამებაზე აღიძვრება", -აღნიშნა გიორგი თათუხაშვილმა.
ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიერ დღეს გავრცელებულ დასკვნას ენდობა.