
საქართველოში "NDI" -ს დირექტორი ლუის ნავარო მთავარ პროკურატურაში მივიდა. როგორც ცნობილი გახდა, ნავარო შენობაში შეხვედრას მართავს.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან იმართება, GIZ-ის ოფისი მთავარ პროკურატურაში მდებარეობს.
როგორც ,,NDI”-ს დირექტორის თანმხლები პირები აცხადებენ, ნავაროს მთავარ პროკურატურაში მისვლას უწყების მუშაობასთან კავშირი არ აქვს.
IPN.GE -ს ფოტო