
საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების ფაქტს დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებით გამოეხმაურა.
ოპოზიციის განცხადებით ხელისუფლება გახმაურებული საქმეების გადაფარვას ცდილობს. განსაკუთრებით კი თათუხაშვილის საქმისა და ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის მიჩქმალვა სურს.
„პროკურატურა და მთლიანად მთავრობა არის აჭრილი მას შემდეგ, რაც ოფიცერი თათუხაშვილი დიდი ალბათობით სწორედ პროკურატურის ქმედების, პროკურატურის ზეწოლის შედეგად იქნა ნაპოვნი გარდაცვლილი. სიტუაცია მას შემდეგ აიჭრა განსაკუთრებით პროკურატურაში და ხელისუფლებაში, რაც ძალიან დიდი ალბათობით სამართალდამცავები მონაწილეობდნენ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმაში.
გიგა ბოკერიას დაბარება არის უნიჭო მცდელობა დაფარონ ეს საქმეები და საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ“, - განაცხადა გიგი უგუავამ.