
მთავარ პროკურატურაში ,,თანადგომისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლეს ანი ნადარეიშვილს კითხავენ.
ნადარეიშვილი დაკითხვაზე სამ საათზე იყო დაბარებული. როგორც მან განაცხადა, მისთვის უცნობია თუ რა საქმეზე დაიბარეს, თუმცა, ვარაუდობს, რომ მას შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.
"გუშინ მომიტანეს უწყება, მასში არ წერია თუ რასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული, თუმცა, ჩემი ვარაუდით, ეს უკავშირდება შალვა თათუხაშვილის საქმეს. როგორც ვიცი, არ არის დაწყებული გამოძიება თათუხაშვილის წამებასთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია მის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რაც არასწორია", - განაცხადა ნადარეიშვილმა.