
საპარლამენტო უმრავლსეობასა და უმცირესობას შორის საპარლამენტო მუშაობაში გარკვეული დაძაბულობა სულ იქნება, თუმცა აუცილებელია საპარლამენტო ეთიკის დაცვა,-ამის შესახებ ეკა ბესელიამ განაცხადა.
,,მესმის, რომ სიამტკბილობით მუშაობას ჩვენ ვერ მოვახერხებთ, თუმცა ელემენტარული საპარლამენტო ეთიკა და კულტურა უნდა დავიცვათ. მქონდა ძალიან ბუნებრივი რეაქცია, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოიხსენიებენ ,,ჰაკიმ ფაშად" და ამას მერამდენედ იმეორებენ.
ეს ყველაფერი ტერმინად აქციეს, ამიტომ უმცირესობას არ მივცემ უფლებას, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ეს მიმაჩნია ტუტუცობად, შეურაცხყოფად და ყველა ნორმისა და ზნეობის დარღვევად", - აცახდებს ეკა ბესელია.