
შალვა თათუხაშვილს გარდაცვალებამდე 5-7 დღით ადრე დაზიანებები მიყენებული აქვს ბლაგვი მკვრივი საგნით, რაც შეიძლება იყოს მუშტი ან ხელკეტი-
მთავარმა პროკურატურამ თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხები უკვე მიიღო, დასკვნას თათუხაშვილის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ასაჯაროებს.
,,წარმოგიდგენთ ექსპერტიზის დასკვნას. თათუხაშვილის გვამზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით ნაჭდევებისა და სისხლნაღვენთები განვითარებულია რაიმე ბლაგვი მკვრივი საგნის არაერთჯერადი გამოყენებით, როგორიც შესაძლოა იყოს მუშტი, ხელკეტი ან სხვა.
გვამის დათვალიერების ოქმში არასრულყოფილადაა აღწერილი დამატებითი დაზიანებები, რომელიც გვამს აღენიშნება,“- აცხადებს ზაქარეიშვილი.