
მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია უკვე მივიდა. გიგა ბოკერიას განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ დღეს მოხდეს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და არც იმას გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ.
„ეს ამბავი აბსოლიტურად არ ყოფილა მოულოდნელი. ივანიშვილი, როდესაც ის პრემიერი იყო და ამის შემდეგაც მას ეს ამბავი საჯაროდ აქვს დაანონსებული ანუ პოლიტიკური დაკვეთა აქვს ნათქვამი. ესეც რომ არ იყო პროკურატურა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება დღევანდელი ხელისუფლების მიერ.
იმდენი ჩემი მეგობარი ზის ციხესი უხერხულიც კია რომ ასე გაწიანურდა ჩემი დაბარება“, - განაცხადა ბოკერიამ.