
პარლამენტში დღეს მომხდარი დაპირისპირების მიზეზის შესახებ უმრავლესობის დეპუტატები კომენტარებს აკეთებენ, ისინი აცხადებენ , რომ მათი გაღიზიანება ირაკლი ღარიბაშვილის ჰაკიმ ფაშად მოხსენიებას მოჰყვა, მაგრამ უმცირესობის გინებას ადგილი არ ჰქონია, ,,შეიძლება ვინმემ ჩაიგინა“.
,,ძალიან უზრდელი ბიჭია ეს კანდელაკი, დეპუტატი რომაა. გარკვეული ხანია, რაღაც სახელები დაიმახსოვრეს და იმეორებენ და იმეორებენ. აქვს უკვე რაღაცას წესი და რიგი და მაშინ ჩვენც ამ სახელებით უნდა მივმართოთ, რაც შეარქვა მოსახლეობამ.
მე გინება არ გამიგია შეიძლება ვიღაცამ ჩაიგინა“- განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.
,,პრემიერ-მინისტრს თავის სახელი და გვარი აქვს, ესენი კიდევ გამოდიან და ეძახიან ჰაკიმ ფაშა, ჰაკიმ ფაშა. უნდათ რომ მდგომარეობიდან გამოიყვანონ ხალხი,“- აცხადებენ უმრავლესობის წევრი დეპუტატები.