დაპირისპირება პარლამენტში ღარიბაშვილის ჰაკიმ ფაშად მოხსენიების გამო

Image

მორიგი დაპირისპირება მოხდა უმცირესობა და უმრავლესობას შორის პარლამენტის სხდომაზე, რომელიც მესამე კენჭისყრისას მიღებული კვორუმით გაიხსნა.

 

 

დაპირისპირების მიზეზი გახდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. რომლის მიხედვითაც, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს დაექვემდებარება. 

 


კანონპროექტი უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკრიტიკა. მან ეს ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დაუკავშირა. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა დაპირისპირება. 

,,თქვენ ებრძვით ყველა ადამიანს, ვინც ებრძვის რუსეთს კლავთ ან ციხეში სვამთ. ამის რეალური მაგალითია თათუხაშვილი.

 

 თქვენ  გსურთ არამხოლოდ ყველა ბიზნესში ჩაძრომა, ყველა ჯიბეში ჩაძრომა... მაგრამ საზოგადოება არც ბრმა არც ყრუ არაა.  

 

პრემიერმა რომ აირჩია ეს სახელი, ეს ჩვენი მონაგონი არაა, არ გაგიკვირდეთ, რომ მას დავუძახებთ მის ნამდვილ სახელსა და გვარს ჰაკიმ ფაშას“-განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირსიპირდნენ.

,,ვისაც გინდათ რომ გადავყვეთ ამ თემას ამ დღეს აყევით სულ ყველა, ამისთვის ვართ ხომ დღეს აქ. ადამიანი არ ხარ პარლამენტის წევრი ხარ აქ.... ადამიანთან ერთად. დავიკავოთ ადგილები,“- მოუწოდა დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებიც თავმჯდომარის თხოვნის მიუხედავად კამათს არ წყვეტდნენ.

 

ამის შემდეგ ქანთარიამ უსუფაშვილს სიტყვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. უსუფაშვილისგან უარი ქანთარიამ გააპროტესტა: ,,ამათთვის შეიძლება და ჩემთვის არა ხომ?“

 

უსუფაშვილი: ,,კი, ბატონო ქანთარია, ამათთვის ვაკეთებ და თქვენთვის არა ხომ? ამას მეუბნებით?“

 

ამის შემდეგ ტრიბუნასთან მისული დავით ონოფრიშვილის გამოსვლა რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !