-
2014-04-04 12:01
თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო იმის თაობაზე, რომ ნიკოლოზ მჟავანაძე და გრიგოლ გაგნიძე ზაზა ხატიაშვილისთვის მიჩენილი კუდ–ის აგენტები იყვნენ, ბრალდების ადრესატები პროკურატურაში საჩივრის შეტანით პასუხობენ.
„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ხელმძღვანელმა გრიგოლ გაგნიძემ საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.
ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს თეა თუთბერიძე: "თუ ეს ვერ დადგინდება, გამოიკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332, 333, 362 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და პასუხი მოეთხოვება თუთბერიძესთან ერთად იმ პირებს, რომლებმაც ცილისმწამებლური და სახელგამტეხი კამპანია დაიწყეს უფლებადამცველების ნიკოლოზ მჟავანაძის და გრიგოლ გაგნიძის წინააღმდეგ", - აცხადებენ ადვოკატები.