-
2014-04-04 11:19
საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია დაიბარეს. უწყებაში მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის ნომერია მითითებული და აღნიშნულია, რომ ბოკერია უწყებაში მოწმის სახითაა დაბარებული.
გიგა ბოკერიას დაკითხვა 15:00 საათზეა ჩანიშნული. უწყებას ხელს გამომძიებელი დავით თევზაძე აწერს. შეგახსენებთ, რომ გამოძიების მხრიდან გიგა ბოკერიასადმი შესაძლო კითხვების არსებობას ჯერ კიდევ პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს ახმიანებდა. ის აცხადებდა, რომ ბოკერიას უწყება ლობისტებზე ფულს ხელზე გასცემდა და "ნაციონალური მოძრაობისა" და წინა ხელისუფლების პიარით იყო დაკავებული.
დაკითხვაზე გიგა ბოკერია დაბარებას ირონიით გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე. მან "ფეისბუქზე" მოდელირებული საუბარი გამოაქვეყნა:
"- რა ვქნათ, კასრები?
- არ გაიყიდება
- რამე ვიდეო?
- არც ეგ
- ჟვანიაზე რამე?
- არა
- მიშა არ მოდის?
- არა
- მაშინ ბოკერიაღა დაგვრჩა
- კი
- ოთაააარ!"
