-
2014-04-04 02:38
"კავკაზცენტრ.ქომ" ავრცელებს ინფორმაციას და ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც ჩეჩნეთის სოფელ იანდისთან ახლოს, სადაც მანამდეც არაერთი შეტაკება მომხდარა, მოჯაჰედებმა სამხედრო კოლონა ააფეთქეს.
წინასწარი ინფორმაციით, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას დამატებით, ავტომატური იარაღიდან გახსნილი ცეცხლი მოჰყვა, რის შედეგადაც რამზან კადიროვს დაქვემდებარებული 4 სამხედრო პირი დაიღუპა, ათამდე კი დაიჭრა. "კავკაზცენტრის" ინფორმაციით, განადგურდა ორი ქვეითთა საბრძოლო მანქანა. პორტალი ვიდეომასალასაც ავრცელებს.