
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიანიშნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუსახელებლადაც იცის, ვის გულისხმობენ უმცირესობის დეპუტატები, როცა ჰაკიმ ფაშას ახსენებენ:
„უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა უმრავლესობას უწოდა ჰაკიმ ფაშას ყურმოჭრილი მონები. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გააპროტესტა - ჰაკიმ ფაშას რატომ ეძახით, იმ კაცს სახელი და გვარი აქვსო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქში“.