რუსი ელჩების სკანდალური საუბარი და მზადება ერითრეისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის

Image

ერითრეიში რუსეთის ელჩის იგორ ჩუბაროვისა და ზიმბაბვესა და მალავიში რუსეთის ელჩის სერგეი ბახარევის სატელეფონო საუბარი ინტერნეტში გავრცელდა.

 

ვიდეომასალა, სადაც საუბარია აღწერილი, "აფხაზეთი.ინფომ" გამოაქვეყნა. რუსი დიპლომატები საუბარში განიხილავენ ყირიმის საკითხისადმი გაეროს ასამბლეის დამოკიდებულებას და ჩუბაროვი ბახარევს ულოცავს, რადგან ზიმბაბვემ მხარი დაუჭირა ყირიმის ოკუპაციას, ამასთან, გამოხატავს უკმაყოფილებასაც, რომ ერითრეამ ამ საკითხზე კენჭისყრის დროს თავი შეიკავა.

 

ამის შემდეგ ჩუბაროვი აცხადებს, რომ ის მაინც მიაღწევს ერითრეისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას.

 

რუსი დიპლომატების საუბრის სკანდალური ნაწილი ამით არ ამოიწურება. ისინი შემდეგ ქილიკობენ სხვადასხვა ქვეყნებზე და იმაზე, როგორ ეუბნებიან ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს, რომ ყირიმის მიერთებით არ დაკმაყოფილდებიან და რუსეთი მალე აშშ-ის შტატებსაც მიიერთებს.

 

შეგახსენებთ, რომ ერითრეა აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფოა, რომელიც წითელი ზღვის ნაპირზე მდებარეობს. დასავლეთით ის სუდანს, სამხრეთით ეთიოპიას, ხოლო აღმოსავლეთით - ჯიბუტის ესაზღვრება. ერითრეამ დამოუკიდებლობა 1993 წელს მოიპოვა, როცა ეთიოპიას გამოეყო.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !