
კლიპი, რომლის მონაწილეთა სახეები ამ თემაზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მომზადებული ვიდეორგოლიდანაა აღებული, ვიდეოპორტალებსა და სოციალურ ქსელში ახლებური ინტერპრეტაციით გავრცელდა.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაწყებული, ძალადობის საწინააღმდეგო ვიდეორგოლის მონაწილეების - გიორგი თარგამაძის, ინგა გრიგოლიას, ნინო ქადაგიძე-ჟვანიას, უცნობის, ზურაბ ყიფშიძისა და სხვათა მოწოდებას: "საფრთხე ჩვენს შვილებს ემუქრებათ", "ჩვენ ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას", "შემოგვიერთდი!" - ხმას და ვიზუალს შალვა თათუხაშვილის დაკრძალვის დღეს გადაღებული კადრები, ასევე, ციხეებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოკლული ახალგაზრდების ფოტოები გასდევს ფონად. სავარაუდოდ, კლიპის შემქმნელები ადრინდელი კამპანიის მონაწილეთა ნაწილის ამჟამინდელ დუმილზე მიანიშნებენ.