
მედიაექსპერტი ია ანთაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ იგი „სულ ბოლოს ახალ პარტიას შექმნის და მის მოყვანილ ხელისუფლებას არჩევნებში დაამარცხებს“, ამის შესახებ ანთაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„თუ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს - სულ ბოლოს ახალ პარტიას შევქმნი და ჩემს მოყვანილ ხელისუფლებას არჩევნებში დავამარცხებო.
...ორი დღეა, საპარლამენტო უმრავლესობას ტელევიზიით ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ყველაფერი გათვლილია“, - წერს ანთაძე.