-
2014-04-03 21:05
თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი, 4 აპრილს 12 საათზე პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული,-ამის შესახებ ნადარეიშვილი ,,ფეისბუქზე" წერს და უწყების ფოტოასლსაც აქვეყნებს.
,,ტირაჟირებაზე", ანუ ჩვენებურად , ,,ფეისბუქურად" რომ ვთქვათ, ,,დაშეარებაზე" ვარ დაბარებული ხვალ პროკურატურაში, "-წერს ნადარეიშვილი.
გუშინ, როცა პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თათუხაშვილის დაკითხვის დროს გადაღებული კადრები გაავრცელა აღნიშნა: ,,შალვა თათუხაშვილი აცხადებს, რომ დაკარგა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, რასაც ადასტურებს თათუხაშვილის მიერ დაწერილი განცხადებაც.
აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალების მეორე დღეს მოწმე თათუხაშვილის მამა გოგი თათუხაშვილი სოციალური ქსელით აქვეყნებს სწორედ ამ დაკარგული მოწმობის ფოტოს, რასაც ტირაჟირებას უკეთებს ახალაიას მეუღლე."