-
2013-07-30 12:43
საქართველოში ვიზიტად მყოფი პოლონეთის დელეგაციის მეთაური იაროსლავ კაჩინსკი, რომელიც უკვე შეხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, დღის ბოლომდე პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.
როგორც პოლონელი პოლიტიკოსი აცხადებს, ის მერაბიშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებს:
„რა თქმა უნდა მე ვანო მერაბიშვილს მხარდაჭერას გამოვუცხადებ, ამ შემთხვევაში რაც ახლა ხდება ეს არაა დემოკრატია. იმედია საქართველო არ დაბრუნდება იქ საიდანაც გამოსვლა ძნელია, ჩვენ ამ გზას აღმოსავლეთს ვეძახით თქვენთვის კი ეს ჩრდილოეთია,“- განაცხადა კაჩინსკიმ ,,რუსთავი 2“ თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26