
უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ რუსეთის ФСБ მონაწილეობას იღებდა კიევში მიმდინარე მასობრივი აქციების წინააღმდეგ ე.წ. „ანტიტერორისტული“ ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
„ჩვენ გვაქვს ეჭვები, რომ სწორედ ეს ჯგუფები, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის ერთერთ პოლიგონზე იყვნენ მობილიზებულნი, მონაწილეობას იღებდნენ ე.წ. „ანტიტერორისტული“ ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში“, - განაცხადა ნალივაიჩენკომ.
მისივე განცხადებით, რუსეთის ФСБ-ს 26 თანამშრომელი მაიდნის მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობდნენ.
მისი თქმით ეს ადამიანები უკრაინაში თებერვლის შუა რიცხვებში ჩავიდნენ და არსებობს ინფორმაცია, რომ მცირე ჯგუფები განლაგებულნი იყვნენ უკრაინის უშიშროების სამსახურის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე. ნალივაიჩენკოს განცხადებით, უშიშროების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი პირადად სტუმრობდა და ანგარიშს აბარებდა მათ.