-
2014-04-03 20:37
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით მისი ძმა დაკითხვაზე დაიბარეს.
დეპუტატის განცხადებით შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი ოჯახის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ არის პროკურატურაში მისი ძმა დაბარებული.
"პროკურატურა, რომელმაც თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ტყუილი თქვა, დღეს ჩემს ძმას დაკითხვაზე იბარებს. მას გამომძიებელმა დაურეკა და ხვალ, 11:00 საათზე დაიბარა. საინტერესოა, როდესაც ოჯახის წევრთა სია ამოეწურებათ, რა მეთოდით შეეცდებიან პასუხების გაცემას", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.