რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონიდან სამი ახალგაზრდა გაიტაცეს

Image

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში, რომელიც ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა სამი ადგილობრივი ახალგაზრდა გაიტაცეს.

 

ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" ზუგდიდიდან აცნობეს. ახალგაზრდების გატაცება სოფელ შამგონაში, გალის რაიონის სოფელ თაგილონის მხრიდან რუსი ოკუპანტების ბოლოდროინდელ გააქტიურებასა და სამეგრელოში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს დაემთხვა.

 

ჯერჯერობით დაუდგენელია მიმართულება, საითაც რუსმა ოკუპანტებმა შამგონელი ახალგაზრდები გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მათ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ედავებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში რუსმა ოკუპანტებმა მდინარე ენგურთან სამშენებლო მასალები მოზიდეს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ხელახლა გავლება დაიწყეს, რა დროსაც გალის რაიონის მხარეს აღმოჩნდა ის ტერიტორია, რომელსაც ადრე ქართული მხარე აკონტროლებდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს არ იცოდნენ ახალგაზრდებმა, რომლებიც ჩვეულებრივ, ნაცნობი ბილიკით გადაადგილდებოდნენ, თუმცა, მოულოდნელად, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

 

შეგახსენებთ, რომ ენგურის სანაპირო ზოლზე, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი სამხედროების მხრიდან სამშენებლო სამუსაოების წარმოებისა და ამ კუთხით გააქტიურების შესახებ განცხადება დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა.

 

არც რუსი სამხედროების მხრიდან გააქტიურებაზე, არც მოქალაქეთა გატაცებაზე ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია საქართველოს რომელიმე სამთავრობო სტრუქტურას.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !