-
2014-04-02 19:02
„თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა ზაზა ხატიაშვილს და საქმის კურსში ჩააყენა იმის სესახებ, როგორ უთვალთვალებდა მას გრიგოლ გაგნიძე.
„რამდენიმე წუთის წინ შევძელი ტელეფონით დაკავშირება ბატონ ზაზა ხატიაშვილთან.
მისთვის დღეს ჩემ მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ცნობილი TV3-ის ჟურნალისტისგან გამხდარა. ვესაუბრე და ავუხსენი, რომ წყარო, სადანაც ჩემთვის ცნობილი გახდა წინა ხელისუფლების დროს, ადვოტაკების, ნიკოლოზ მჟავანაძის და გრიგოლ გაგნიძის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ, არის ძალიან სანდო.
ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა საუბარში აღნიშნა, რომ ნიკოლოზ მჟავანაძე არა, მაგრამ გრიგოლ გაგნიძე ადრე თურმე თითქმის ყოველდღე დადიოდა ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (ადვოკატები როგორც წესი ასოციაციის ოფისში ყოველ დღე არ დადიან და ყოველ დღე იქ არ სხედან).
ქალბატონს, რომელიც გახლავთ ზაზა ხატიაშვილის მდივანი, უთქვამს, რომ გრიგოლ გაგნიძისთვის წაუსწრია, როცა იგი ე.წ. ფლეშკით რაღაცეებს იწერდა ამ ქალბატონის სამუშაო კომპიუტერიდან.
ამის გამო მკაცრად გაუფრთხილებია გაგნიძე, რომ მის კომპიუტერთან აღარ დამჯდარიყო და თუ მის კომპიუტერში არსებული რაიმე ინფორმაცია სადმე გავრცელდებოდა, ამისთვის პასუხს მოსთხოვდა.
მე ბატონ ზაზას ავუხსენი, რომ ჩემი ინფორმაციით, დავალება გრიგოლ გაგნიძეს ჰქონდა მიღებული, რომ ზაზა ხატიაშვილთან ჰქონოდა ახლო ურთიერთობა, მოეპოვებინა ინფორმაციები, თუ ვის შეხვდებოდა იგი, სად გააგზავნიდა წერილებს და ა.შ. და მიეწოდებინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის.
ხოლო რაც შეეხება ნიკოლოზ მჟავანაძეს, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას სხვა მიმართულებით ამუშავებდნენ და აძლევდნენ დავალებებს“, - წერს თეა თუთბერიძე.