ნინო ბურჯანაძე: „არის საშიშროება, უსამართლოდ გავლებული მავთულხლართები უკვე ბეტონის კედლებად იქცეს“

Image

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე წერს, რომ ენგურის ხიდთან, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსმა სამხედროებმა ბეტონის ფილები მოზიდეს და, შესაძლოა, დამცავ კედელს ან ახალ ბლოკ-პოსტს აშენებდნენ.

 

ნინო ბურჯანაძის თქმით, ამ საგანგაშო ფაქტზე ხელისუფლება არ რეაგირებს, ხოლო იმის საშიშროება, რომ „უსამართლოდ გავლებული მავთულხლართები ბეტონის კედლებად იქცეს“, თანდათან იზრდება.

 

ამის გათვალისწინებით, ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მიმართავს, სასწრაფოდ დაუკავშირდეს რუსეთის ხელისუფლებას და გაარკვიოს, რა ხდება ენგურის ხიდთან:

 

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წუხელ, აფხაზეთის ადმინისტაციულ საზღვრთან, კერძოდ, მდინარე ენგურის გასწვრივ განლაგებულ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მდ. ენგურზე ,,თვითნებურად“ მოწყობილ გადასასვლელებთან რუსმა სამხედროებმა დაიწყეს დიდი რაოდენობით ბეტონის ფილების მოზიდვა, სავარაუდოდ ან ამ კონკრეტულ გადასასვლელებთან დამცავი კედლის, ან თავდაცვითი სამხედრო ბლოკ-პოსტის ასაშენებლად.

 

აღნიშნულ შემაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების არანაირი რეაგირება არ მოგვისმენია. 

 

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური რეალობა ნამდვილად არ აძლევს ხელისუფლებას მშვიდად ყოფნის საშუალებას.

 

ხელისუფლება საკუთარი უსუსურობიდან თუ არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყანას და ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს მიმდინარე, მცოცავი ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად.

 

„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყანა საგანგაშო მდგომარეობაშია და სულ უფრო რეალური ხდება საშიშროება უსამართლოდ გავლებული მავთულხლართები უკვე ბეტონის კედლებად გადაიქცეს.

 

გარდა იმისა, რომ ქვეყანა ყოველდღიურდ კარგავს ტერიტორიებს,ხელისუფლების უნიათობითა და უმოქმედობით, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან იმ უმნიშვნელოვანეს მცირედშემორჩენილ ძაფებსაც კი, რაც რეალურად ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენის ძირითადი საშუალებაა.

 

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენს თანამემამულეებს ორივე მხრიდან ყოველდღიურად ეზღუდებათ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის, ერთმანეთთან კონტაქტისა და კომუნიკაციის საშუალება.

 

„დემოკრატიული მოძრაობა“ მიმართავს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ რუსეთის ხელისუფლებას და გაარკვიონ, რა ხდება ადმინისტარციულ საზღვართან. 

 

ჩვენი პოლიტიკური ძალა მუდმივად აცხადებს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს პირდაპირი და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები რუსეთთან. 

 

საგანგაშოა, რომ საქართველო, 2008 წლიდან მოყოლებული, ხელიდან უშვებს მომენტს და ამით ყოველდღიურად იუარესებს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების სასტარტო პირობებს.

 

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანას დაუკარგა ტერიტორიების 20 %, ხოლო „ქართული ოცნება“ საკუთარი უმოქმედობით და არაპროფესიონალიზმით აგრზელებს ტერიტორიების დაკარგვას და ყოველდღიურად გვაკარგვინებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს“, - წერს ნინო ბურჯანაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !