-
2014-04-02 17:52
ინგუში პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იბრაჰიმ ლიანოვი ინგუში ხალხის სახელით აცხადებს, რომ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმით კრემლი წერტილოვან დარტყმებზე გადავიდა და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, დანაშაული სწრაფად გამოიძიოს.
„ფაშისტებმა თბილისშიც ჩააღწიეს. ღამის საათებში ისინი ტურებივით თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურს. ეს არაკაცები პუტინის გასახარებლად ყველაფერზე მიდიან. კრემლი წერტილოვან დარტყმებზე გადადის.
ნუგზარ წიკლაური ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლების დიდი გულშემატკივარი და მეგობარია. ჩვენთვის სულ ერთი არაა ჩვენი მეგობრის ბედი.
ჩვენ ვითხოვთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან, კონტროლზე აიყვანოს ნუგზარ წიკლაურის გატაცების მცდელობის საქმე - ის კავკასიის ნამდვილი პატრიოტია“, - წერს ინგუშების სახელით იბრაჰიმ ლიანოვი.