
,,სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას“- ამის შესახებ პრემიერმა სამეგრელოში სტუმრობისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ზუგდიდი არავის ,,საპარპაშო“ აღარ იქნება და 15 ივნისს თვითმართველობის არჩევნებში სამეგრელოში ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. მისივე თქმით, ,,სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოდან განცალკევება მხოლოდ საკუთარი უკეთესი მომავლისთვის ზურგის შექცევაა“.
,,პირველ რიგში უნდა დავეყრდნოთ იმ განწობას, რომელიც აფხაზებს განსაკუთრებით სამეგრელოს მიმართ აქვთ შენარჩუნებული. ჩვენ აფხაზ ძმებთან ერთად ვიპოვით გამოსავალს ან მდგომარეობიდან. საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს და რაც მთავარია აფხაზები საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩვენამდე. სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოდან განცალკევება მხოლოდ საკუთარი უკეთესი მომავლისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს.“- განაცხადა პრემიერმა.