
„თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით ადვოკატები ნიკოლოზ მჟავანაძე და გრიგოლ გაგნიძე წინა ხელისუფლების დროს კუდ-ის აგენტები იყვნენ.
,,როგორც ცნობილი ხდება, წინა ხელისუფლების დროს, ადვოტაკები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, ნიკოლოზ მჟავანაძე და გრიგოლ გაგნიძე იყვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) აგენტები.
გრიგოლ გაგნიძეს, ჩემი ინფორმაციით, დავალებული ჰქონდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ზაზა ხატიაშვილთან ჰქონოდა ახლო ურთიერთობა, მოეპოვებინა ინფორმაციები, თუ ვის შეხვდებოდა ზაზა ხატიაშვილი, სად გააგზავნიდა წერილებს და ა.შ. და მიეწოდებინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის.
გრიგოლ გაგნიძე და ნიკოლოზ მჟავანაძე ოფიციალურად იღებდნენ ხელფასს კუდ-ში 1000-1000 ლარის ოდენობით, რისი გატარებაც ხდებოდა საიდუმლო ჟურნალში, სადაც ისინი აწერდნენ ხელს ამ თანხის მიღებაზე.
მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარყოს ან დაადასტუროს ეს ინფორმაცია. თუ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას, მაშინ ჩვენ შევეცდებით სხვაგვარად დავუმტკიცოთ საზოგადოებას ზემოაღნიშნული ინფორმაცია,"- აცხადებს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე.