
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული კამათი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დერეფანშიც გაგრძელდა.
აკაკი ბობოხიძე, ომარ ნიშნიანიძე და გია გაჩეჩილაძე ერთმანეთს მასმედიის წარმომადგენლების მუშაობის საკითხზე დაუპირისპირდნენ. გაჩეჩილამძემ სხდომათა დარბაზში პრეტენზია ჟურნალისტების მუშაობის შესახებ და ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ გამოთქვა, რასაც უმცირესობის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.
გია გაჩეჩილაძის განცხადებით, დეპუტატ ნუგზრ წიკლაურზე განხორციელებული თავდასმით უმცირესობის წარმომადგენლები აპელირებენ. "გასულ წლებში ჩემს ოჯახზეც ხორციელდებოდა ზეწოლა, ეს ყველაფერი მაშინ არავის გახსნენებია", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტს.