სადაზღვევო კომპანია "არდი" საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს და პრემიერს მიმართავს

Image

სადაზღვევო კომპანია "არდი" სახელმწიფო ტენდერებში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობს და საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს.

 

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ მკვეთრად იმატა შემთხვევებმა, როდესაც სახელმწიფო ტენდერები ბიზნესკომპანიებისთვის ზარალიანი და გამაკოტრებელიც კი ხდება. არდის სტატისტიკით, 2013 წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერში მონაწილეთა დისკვალიფიკაციის, კონტრაქტების შეუსრულებლობის თუ საჯარიმო სანქციების მიხედვით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

 

"არდის" მონაცემებით, 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, ტენდერიდან დისკვალიფიცირებულ მონაწილეთა რიცხვი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა, შეუსრულებელი კონტრაქტები 4,5-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ტენდერებში საავანსო ანგარიშსწორების თანხების არამიზნობრივი ხარჯვის მაჩვენებელმა 5,5-ჯერ მოიმატა. ეს ტენდენცია გამოვლინდა როგორც სახელმწიფოს ცენტრალური, ისე მუნიციპალური ორგანოების დონეზე.

 

„ამ რეალობაში სახელმწიფო შესყიდვები მახედ იქცა. ტენდერების საჯაროობა და მასში მონაწილეობის სიმარტივე მის მასობრივ ხელმისაწვდომობას განაპირობებს, მაგრამ არ არსებობს სახელმწიფოებრივი მიდგომები და კრიტერიუმები, რომლებითაც მოხდება ტენდერში მონაწილეთა შესაძლებლობებისა და მათი გამოცდილების, ასევე უშუალოდ სატენდერო პირობების რეალურობის ობიექტური შეფასება. ამ პირობებში კი სახელმწიფო შესყიდვები არა თუ მოგებიან, არამედ გამაკოტრებელ კონტრაქტებად გვევლინება,“ - აცხადებს სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ აღმასრულებელი დირექტორი ქართლოს ყორანაშვილი.

 

 მისი თქმით, მიზეზი, ცხადია, რიგ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი, უპასუხისმგებლო ბიზნესკომპანიებია, თუმცა უფრო ხშირია უცოდინრობა, ფორმალობებში გაურკვევლობა, სიმართლის დამტკიცების მოუხერხებლობა თუ სხვა ადამიანური ფაქტორი, რაც დიდად დამახასიათებელია განუვითარებელი სამეწარმეო საზოგადოებებისათვის.

 

ამ პირობებში, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ბიზნესს, ბიზნესინიციატივიან პირებს ხელი შეუწყოს, განვითარებაში დაეხმაროს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს კი სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში თითქოს „დადარაჯებული“ პოზიციიდან უყურებს. სადაზღვევო კომპანიაში სახელმწიფო სტრუქტურების კონკრეტულ შეცდომებზეც საუბრობენ. ყორანაშვილის თქმით, კონტრაქტის არაჯეროვნად შესრულებისთვის სახელმწიფო გაუანალიზებლად იყენებს ყველა იმ საჯარიმო სანქციას, რაც კი კანონმდებლობაში შეიძლება მოიხსენიებოდეს.

 

„ეს მიდგომა ხშირად მათემატიკური სიზუსტით ხდება და სამართლებრივ მიდგომებს სცდება, რაც ასევე არის ზემოაღნიშნული სტატისტიკური რისკ-ფაქტორების ზრდის განმაპირობებელი. მაგალითად, გახშირდა შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ორგანო: ვადის თუნდაც ერთდღიანი დარღვევის გამო, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაუყოვლებლივ წყვეტს ხელშეკრულებას, მაშინაც კი, როდესაც ორივე მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს მისი შენარჩუნება; არ ითვალისწინებს მიმწოდებლის მიერ არაკონტროლირებად, ფორსმაჟორულ ვითარებებს; მცირე დარღვევის გამო არათანაბარზომიერ ჯარიმას ზიანის სახისა და ოდენობის დაუსახელებლად არიცხავს.“ - აცხადებს "არდის" აღმასრულებელი დირექტორი.

 

 „მთლიანობაში, მიზეზების ორივე მხარეს არსებობის მიუხედავად, მაინც სახელმწიფომ უნდა იკისროს პრობლემატიკის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და პრევენცია.“ სადაზღვევო კომპანია "არდი" ქვეყნის პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, შეისწავლოს ამ სფეროში არსებული ვითარება, გაკეთდეს ანალიზი, რის მიხედვითაც დაიწყება პრობლემის მოგვარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი კომპანია გაკოტრდება და სახელმწიფო დაკვეთები, პირველ რიგში, მსხვილი სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტები მცირე წრის ხელში მოიყრის თავს, ხოლო ქვეყანა განვითარების მხრივ, ბუნებრივია, სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება. „სახელმწიფო ვალდებულია დახვეწოს სატენდერო საკვალიფიკაციო პროცედურები, ფასწარმოქმნები, ხოლო შემდეგ თავადაც იყოს მოქნილი და დამხმარე, რათა ხელი შეუწყოს კონტრაქტების შესრულებას, იყოს რეკომენდატორი და იზრუნოს მიმწოდებელთა საქმიან განათლებასა და განვითარებაზე.

 

სახელმწიფო არ უნდა იყოს სადამსჯელო მექანიზმი, პირიქით, სახელმწიფოს მხრიდან მიმთითებლობა, ხელშეწყობა და თანადგომა გადამწყვეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.“ - აცხადებს ქართლოს ყორანაშვილი და იქვე დასძენს: „ამავე დროს, ჩვენს პრაქტიკაში არის თითზე ჩამოსათვლელი ისეთი შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა ახერხებს გამოძებნოს კანონიერი ფორმალური გზა, რომ კონტრაქტის შესრულება ბოლომდე მიიყვანოს, და ამით საჯარო მიზანსაც მიაღწიოს და კერძო კომპანიასაც გამოსავალი აპოვნინოს. ასე რომ, თუკი ცალკეულ შემთხვევაში დღესაც შესაძლებელია, სახელმწიფო იყოს მოქნილი, თანამდგომი და კონსტრუქციული, ამგვარად პრობლემის არსი სამართლებრივ მომენტებში კი არა, არამედ მიდგომებშია.“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !