
კომპანია Viber Media სოციალურ ქსელ Twitter-ზე განმარტავს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც მოულოდნელად შეიქმნა, სპეციალისტთა ორი ჯგუფი მუშაობს და მოკლე ხანში ხარვეზი აღმოიფხვრება.
ბელორუსულ-ისრაელური კომპანიის ადმინისტრაცია წერს: „ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, ადამიანთა დაკავშირება კი ჩვენი პრიორიტეტია“.
კომპანია Viber, რომელსაც Skype-ის კონკურენტად განიხილავენ, 2010 წელს შეიქმნა, iOS-ის პლატფორმაზე. ამ დროისთვის პროგრამით 200 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.