-
2014-04-02 01:04
ლვოვში გამომავალ გაზეთ „ვისოკი ზამოკთან“ ინტერვიუში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ აღნიშნა, რომ პირველი დღეებიდან ადევნებდა თვალს კიევში მიმდინარე მოვლენებს და მაიდნელებს გულშემატკივრობდა.
„დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში აზრებით კიევში ვიყავი. როცა ადამიანების ხოცვა დაიწყეს, ადგილს ვერ ვპოულობდი. ყველაფრის მიტოვება და ინსტიტუტის, გრუშევსკის ქუჩებზე ყოფნა მინდოდა. სამწუხაროდ, ასაკი თავისას ითხოვს - 20 წლით ნაკლები ასაკისა რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მაიდანზე ვიქნებოდი.
მე ორივე ხელით ვაძლევ ხმას და მხარს ვუჭერ ევროპულ ფასეულობებს, წინააღმდეგი ვარ კორუფციისა და დიქტატურის. მომხრე ვარ ევროპის მდიდარ, თანასწორ ხალხთა შორის ვიხილო უკრაინელები, მათი ქვეყანა.
არ მინდა იმ კაცთმოძულე სიცრუის ყურება, რაც რუსეთიდან მოედინება. რუსეთი ჩვენ ყველას, სულ გვაშინებს და ეს უკვე აუტანელია. პუტინისთვის მეც ბენდერი და ფაშისტი ვარ - მე ხომ უკრაინას და მაიდანს ვუჭერ მხარს. ამისთვის მადლობას ვწირავ ღმერთს და მხოლოდ ამაყი ვარ!
როცა რუსეთმა ჯარი შეიყვანა საქართველოში, მე უარი ვთქვი რუსულ, მეგობრობის ორდენზე. უამრავი ჭორი და სიბინძურე შეთხზეს ჩემზე რუსულმა მედიასაშუალებებმა. მათ შორის, პირველ რიგში ისინი იყვნენ, ვინც მეგობრებად მიმაჩნდა. მას შემდეგ ვერავინ ვერაფრით გამაკვირვებს, მაგრამ დროა საჭირო, რომ ვაპატიო.
მე ვფიქრობ, რომ ისეთ დიდ ქვეყანას, როგორიც უკრაინაა, ბირთვული იარაღი უნდა ჰქონდეს. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იქნება მმართველი კრემლში პუტინი, რომელიც ყველა აშინებს და რომელსაც ბოლომდე ვერ ენდობი. ამ სასტიკ სამყაროში, თანაც, როცა ხელისუფლებაში უღმერთოები არიან, ძნელია, კეთილად დარჩე. ალბათ, შეუძლებელიც“, - ამბობს ბუბა კიკაბიძე.