
„მე გადმომცეს რუსი სამხედროების გეგმა,(რუქაც ) საქართველოს ორად გაყოფის შესახებ. იმედია,ხელისუფლებაში იციან ამ გეგმის არსებობა“, - აცხადებს „აფხაზეთის ხმასთან" საუბარში ჟურნალისტი, გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე.
„დღეს რამდენიმე ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა გადმომცა რუკა,რომელსაც ხვალ აუცილებლად გამოვაქვეყნებ. როგორც ამიხსნეს, ეს არის რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების გეგმა.
რუკაზე ნათლად ჩანს გამყოფი გზის საწყისი და ბოლო წერტილი: ერთი მხრივ ყაზბეგი-გუდაური-ცხინვალი-გორი-ხაშური-ბაკურიანი ახალქალაქი - ეს ის დასახლებული პუნქტებია,რომელიც ამ რუკის მიხედვით გამყოფი გზის მაგისტრალზე მდებარეობს“, - აცხადებს ელისო კილაძე „აფხაზეთის ხმასთან“. მისი თქმით, დეტალებს კომპეტენტურ პირებთან 2 აპრილს დააზუსტებს და რუკას გამოაქვეყნებს.