საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
დაკითხვის დასრულების შემდეგ ოქრუაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი სააკაშვილის საქმეზე იყო დაბარებული, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს.