-
2014-04-01 18:37
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
კომიტეტის სხდომას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.
"მე კომიტეტის სხდომაზე მოსული ვიყავი იმისთვის, რომ იუსტიციის მინისტრისგან გამეგო, რას აკეთებს და რას გააკეთებს ის მომავალში ქვეყნის კატასტროფული მდგომარეობის გამოსასწორებლად. დღეს საქართველოში კლავენ მოწმეებს, იტაცებენ მათ, მაგრამ გამოძიება არაფერს აკეთებს. საგამოძიებო სტრუქტურები არის პოლიტიკური იარაღი ბიძინა ივანიშვილის და ჰაკიმ ფაშას ხელში.
როდესაც იუსტიციის მინისტრი მოდის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, უნდა ილაპარაკოს იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი, რა არის იმისათვის საჭირო, რომ მეტი პატიმარი ციხეში არ მოკვდეს. წულუკიანი კი კომიტეტის სხდომაზე ჭანჭიკებზე ღლაბუცობს. გაოგნებული ვარ და აქ პოლიტიკურ კულტურაზე საუბარი არ შეიძლება", – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.