
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის ფედერაციასთან ისეთი ურთიერთობა ვეღარ ექნება, როგორც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე:
"რუსეთის ქმედებები მიუღებელია. რუსეთმა თავისი ქმედებებით დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომელზეც ნატო-რუსეთის პარტნიორობაა დაფუძნებული. ასე რომ, ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ მასთან თანამშრომლობას, როგორც ადრე. სამწუხაროდ, მე ვერ დავადასტურებ, რომ რუსეთს უკან გაჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ეს მასიური სამხედრო მობილიზება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუწყობს ხელს ვითარების დეესაკალაციას, რომლის ხილვაც ჩვენ ყველას გვსურს", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.