მოროშკინა: ,,ამათ სჭირდებათ ახალი გირგვლიანი და ამიტომაც არიან ამ დღეში"

Image

,,წიკლაურის ცემა არის გამოგონილი, ტყუილი, მორიგი ავანტიურა. ჯერ შეიწირეს საცოდავი თათუხაშვილი და ახლა დაიწყეს საკუთარი თავის ცემა-ტყეპა,“  - განაცხადა გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ლალი მოროშკინამ. 

 

 

„ალბათ, გახსოვთ, 2004 წელს ქართველი ბიჭები რომ აიყვანეს ტყვეებად ცხინვალთან ოსებმა. მაშინ „ნაციონალებს“ სჭირდებოდათ განტევების ვაცი და მოძებნეს გენერალი თათუხაშვილი, გარდაცვლილი თათუხაშვილის მამა, ამხელა კაცი ისეთ დღეში ჩააგდეს, ნერვიულობისგან დაბრმავდა....

ამათ სჭირდებათ ახალი გირგვლიანი და ამიტომაც არიან ამ დღეში. ეს არის დიდი გეგმის ნაწილი. ამის შემდეგ სცემენ წიკლაურს... ისიც ვერ გავიგე, რომელი შვარცნეგერი ეგ მყავს, რომ 8 კაცს გაუმკლავდა? როგორც ვხედავთ, ერთმანეთს ეწყობა ფაქტები, რაც მათივე ოფისშია დაგეგმილი.

 


ამ ყველაფერს აკეთებენ მათივე ჩამოლაბორანტებული „ზონდერები“. ზოგიერთი დროულად გაეცალა მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, დღეს მათი პოვნა შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთმა თავი შეაფარა სამინისტროებს და სხვადასხვა უწყებებს.

 

 ამათ ახლა სჭირდებათ ხმაური, რათა ოკეანისგაღმა თავიანთ პატრონებს გააგებინონ, როგორ იჩაგრებიან. დაუკვირდით, ამ შემთხვევების შემდეგ როგორ გაიკრიფებიან უცხოეთში და როგორ დაიწყებენ პიარს.

 

 იმასაც გეტყვი, როგორ განვითარდება მოვლენები: თუ გამოძიება სწორად წარიმართა და ამათი ავანტიურა გამოაშკარავდა, ზოგი ქვეყნიდან გაიქცევა, ზოგს დაიჭერენ და ასე შემდეგ.

 

ესენი ცდილობენ, გალახულის იმიჯი შეიქმნან და ამიტომ არიან ერთმანეთის ცემა-ტყეპაზე გადასულები... ესენი თავიანთ გეგმას ახორციელებენ კომპლექსურად, რომელშიც ჩართულია მათი მომხრე ტელევიზიაც. ნახე, როგორ აანონსებენ, რომ ისინი იწყებენ ბრძოლას, გვპირდებიან მეორე „მაიდანს“ და ასე შემდეგ.

 

 წიკლაურის ცემა არის გამოგონილი, ტყუილი, მორიგი ავანტიურა. ჯერ შეიწირეს საცოდავი თათუხაშვილი და ახლა დაიწყეს საკუთარი თავის ცემა-ტყეპა. დღეს, როცა „ნაციონალები“ ყველაფერზე ყვირიან, ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს უსახური წიკლაურის ცემა,“ - აცხადებს მოროშკინა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !