
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია გრძელდება.
კითხვაზე- რუსეთის აგრესია საქართველოში დასრულდა თუ კვლავ გრძელდება, გამოკითხულთა 71%-მა განაცხადა, რომ აგრესია გრძელდება.
16% მიიჩნევს, რომ აგრესია დასრულდა, თუმცა შესაძლოა განახლდეს, 7%-ის აზრით კი დასრულდა და აღარ განახლდება.