ზაზა ხატიაშვილი: შალვა თათუხაშვილივით გამიტაცებენ და წამებით მომკლავენ, თუ საქმეს შემითითხნის პროკურატურა?

Image

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. ხატიაშვილი წერს, რომ მისი პირადი მიმოწერითა და სატელეფონო საუბრებით პროკურატურა დაინტერესებულია და მისი ტელეფონი ისმინება. ხატიაშვილი მოუწოდებს ექსპრემიერს და პრემიერს, რომ ძველი ხელისუფლება დაღუპა პროკურატურამ და ახალი მმარტველებიც იმავე ბედს გაიზიარებენ.

 


,,ბატონო ბიძინა,
როგორც   ტელეკომპანია „იმედზე“   თქვენი ერთი კვირის წინანდელი ინტერვიუდან გახდა ცნობილი, თქვენ ბრძანდებით ამ  ქვეყნაში რეალური გადაწყვეტილებების მიმღები და ქვეყნის მმართველი, ხოლო თუ ვინმე  გაბედავს და შეგეპასუხებათ   მაშინვე ის პიროვნება ხდება თქვენთვის მიუღებელი.

 


საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის 01 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოავლინა თავისი ნება და უარი უთხრა ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას, უარი უთხრა ტოტალური რეჟიმის განვითარებასა და მხარი დაუჭირა დემოკრატიას, რომელსაც დასავლური და ადამიანის უფლებებზე მორგებული პოლიტიკური მართვის გზით უნდა ევლო. სამწუხაროდ, უკვე მეორე წელი იწურება და ქართველი ხალხის სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრების იმედიც,  დროის დინებასთან ერთად ქრება.

 

  
თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ  გახლავართ საქართველოში მოქმედი ერთადერთი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  და ვარ  გაოგნებული   საქართველოში დემოკრატიული ლოზუნგებით მოსული ხელისუფლების მხრიდან ჩემზე განხორცილებული ძალადობის გამო, რაც გამოიხატა ჩემი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში. საქართველოს  ხელისუფლებამ უკანონოდ მოისმინა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის   სატელეფონო საუბარი და გამოაქვეყნა საჯაროდ. გეკითხებით საქართველოს რეალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს  და  პრემიერ მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილს   რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი ჩემთან, ზაზა ხატიაშვილთან მიმართებაში?

 

იქნებ შალვა თათუხაშვილივით გამიტაცებენ და წამებით მომკლავენ? იქნებ ჩვენი სახელოვანი პროკურატურა  სისხლის სამართლის  საქმეს  შემითითხნის და დამნაშავედ გამომაცხადებთ?  მე მინდა გითხრათ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ ჩემთან მიმართებაში, როგორც თქვენ იტყოდით ბატონო ბიძინა,  ყველაფერს გაგებით მოვეკიდები. 

 


საქართველოს პროკურატურამ დაასრულა  ადვოკატ  გიორგი ონიანის საქმის წინასწარი 

გამოძიება და სისხლის სამართლის საქმე გადაგზავნა სასამართლოში განსახილველად გიორგი ონიანის სისხლის სამართლის საქმეში დევს სატელფონო საუბრები, სადაც რამდენიმე საუბარში ვფიგურირებ მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი. საინტერესოა 2014 წლის 26 მარტის კრებსი, რითიც მტკიცდება, რომ ისმინება ჩემი ტელეფონი,  რომელიც დგინდება  საუბრის შინაარსიდან. კრებსი იწყება, რომ საუბრობენ ზაზა და მამაკაცი. ე.ი გამოძიებისთვის საინტერესოა ზაზა, საუბარში ჩანს, რომ ზაზა ხატიაშვილზეა საუბარი.   საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა,  სატელეფონო საუბარი და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. 

 

აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად
ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას და მის მიმოწერას. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა  ამ  უფლების განხორციელებაში,  გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის  ან  უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 


გეკითხებით თქვენ, ბიძინა ივანიშვილსა და თქვენს უფლებამონაცვლე ირაკლი ღარიბაშვილს, ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე,  რატომ ისმინება და ქვეყნდება საჯაროდ  ჩემი კერძო საუბრის დეტალები? ჩემი სატელეფონო საუბრების  მოსმენა  ემსახურება თუ არა  დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებს  ან უწესრიგობას ან დანაშაულის თავიდან აცილებას?

 

 
სააკაშვილის ხელისუფელბას  არ უკადარია ასეთი უკანონობა  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან   მიმართებაში   ლუკაშენკოს  რეჟიმს არ გამოუქვეყნებია საჯაროდ ადვოკატთა კორპუსის ხელმძღვანელის სატელეფონო საუბრის დეტალები ნუთუ თქვენ, ბიძინა ივანიშვილმა  შექმენით  იმაზე უარესი  სახელმწიფო   ვიდრე ეს არის ბელორუსიაში?

 


ამერიკის შეერთებულ შტატებში როდესაც დადასტურდა ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან  სატელეფონო მოსმენების თაობაზე  პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა, მაგრამ  თქვენ  როდესაც გაიგეთ  ადვოკატთა  ასოციაციის  თავმჯდომარის  უკანონო სატელეფონო მოსმენების  თაობაზე განცხადებაც არ გაგიკეთებიათ,  რისი შეფასებაც  სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიმინდვია.   
ბატონო ბიძინა,  მინდა  მოგახსენოთ საერთაშორიო სტანდარტების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოებს, რომ მათი ეროვნული კანონმდებლობა და შესაბამისი პრაქტიკა ეფექტიან გარანტიებს ითვალისწინებდეს ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევასთან, გამოყენებასთან, განადგურებასა და შენახვასთან ისევე როგორც ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მე-3 მხარისათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

 


საქმეში H Huvig v. France  , Iordachi v. Moldova  სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საფრნგეთის და მოლდოვის კანონმდებლობაში არ იყო ნათლად ჩამოყალიბებული პროცედურა, თუ როგორ უნდა შედგენილიყო ფარული თვალთვალის შედეგად მოხსნილი ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი მოკლე დასკვნა, ანუ მთლიანი ინფორმაციიდან (სატელეფონო საუბრებიდან, რომლის მოხსნაც განხორციელდა), როგორ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული ის ინფორმაცია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული ინდივიდის საქმეში.  საქართველოს პროკურატურა მოიქცა საპირისპიროდ  მოისმინა და გამოაქვეყნა საჯაროდ   ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კერძო საუბრები . ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარის ტელეფონის მოსმენა და მისი საჯაროდ გამოქვეყნება  მიუთითებს საქართველოში ბოლშევიკური მართვის  მეთოდების დანერგვაზე, რაც არ ყოფილა ჩემი და  სამოქალაქო საზოგადოების ქართული ოცნება. 

 


ბატონო ბიძინა, თქვენ  თქვენს უფლებამონაცვლედ დაგვიტოვეთ  ირაკლი  ღარიბაშვილი  და გამუდმებით გვახსენებთ, რომ ის „კარგი ბიჭია“, თუმცა რაში მდგომარეობს მისი სიკარგე, რა მიღწევებისათვის არის ის გამორჩეული, ჩვენთვის უცნობია. შეიძლება ის მართლაც კარგი და დამჯერი ადამიანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ  თქვენთვის ბიძინა ივანიშვილისთვის კარგი და დამჯერი ბიჭი აპრიორი ქვეყნისთვისაც ასეთია. შეგახსენებთ , რომ  ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშნა კრიმინალური წარსულის მქონე ფარცხალაძე,  მაგრამ მას პასუხი არავინ  მოსთხოვა, ვინაიდან დამჯერი და  კარგი ბიჭია.  პროკურატურაში ამ კარგმა ბიჭმა მოიყვანა ფინანსური პოლიციის კადრები რომლებიც ატერორებდნენ საქართველოს მოსახლეობა ,რომლებაც ჩაიდინეს უპრეცედენტო კანონდარღვევა უკანონოდ მოისმინეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კერძო   სატელეფონო საუბარი და გამოქვეყნეს  საჯაროდ. 
 ბიძინა ივანიშვილს დაგავიწყდათ, თუ როგორ ნახულობდნენ კეთილ სიზმარს  ფინანსურ პოლიციაში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები და ჩუქნიდნენ მთელს თავის ქონებას  სახელმწიფოს.  ჩამოთვლილი ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი ჩაანაცვლეთ    ივანიშვილ - ღარიბაშვილის რეჟიმმა. 

 


ბიძინა ივანიშვილს მინდა შეგახსენოთ,   კარგი ბიჭის  ყველაზე დიდი საგმირო საქმე, რომელიც თვით  დიქტატორ  ლუკაშენკოსაც კი არ ჩაუდენია.  კერძოდ, საქმე ეხება  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილებას   საქმეზე  „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ",  სადაც ევროპულმა სასამართლომ  დაადგინა,   რომ კონვენციის მე-3 მუხლი - "წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა" დაირღვა მომჩივან რევაზ დვალიშვილთან მიმარებაში.   რევაზ დვალიშვილი   2005 წლიდან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იგი გახდა  წამების მსხვერპლი წყალტუბოს რაიონის  პოლიციის მუშაკების მხრიდან. რევაზ დვალიშვილი 2006 წლიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ ის დაზიანებები, რომლებიც  მას აღმოაჩნდა სამედიცინო დასკვნის შედეგად,  უშუალოდ პოლიციაში წამების შედეგად აქვს მიღებული. კერძოდ, წყალტუბოს პოლიციის მუშაკებმა რევაზ ქობულიამ, მალხაზ მჟავიამ, ბადრი ღაჭავამ,  ზვიად  აფციაურმა  და გამომძიებელმა  მერაბ ქორიძემ იგი პოლიციის განყოფილებაში დააგდეს, ფეხებით შესდგნენ,  წიხლებით სცემდნენ და ხელის თითებს უჭეჭყავდნენ. შემდეგ ფეხებით დაკიდეს ზევიდან ქვევით, დაასხეს "კოკა-კოლა" იატაკზე და ენით აალოკინეს.  ბიძინა ივანიშვილის რჩეულმა  ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა "ოპერაცია  გირგვლიანი 2" და  რევაზ დვალიშვილის მწამებელი რევაზ ქობულია დანიშნა წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს  უფროსად, მსგავსი  უკანონობა არც სააკაშვილს და არც ადეიშვილს  არ  ჩაუდენია.  

 


ამ კარგმა ბიჭმა პოლიციის უმაღლეს თნამდებობაზე კერძოდ, თბილისის  პოლიციის  სამმართველოს უფროსად დანიშნა   გიგი დალაქიშვილი, ხოლო მის მოადგილედ  ოთარ მირზოევი, რომელთა  სურათებს  მაშინდელი ოპოზიცია (დღევანდელი პარლამენტარები)  აფრიალებდნენ   მიტინგებზე,   როგორც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელებს,  რომელებიც დღეს, ღარიბაშვილის დროს იქცნენ კანონის დამცველებად, თქვენთვის  კარგი ბიჭის ხელში მართლაც, რომ   სამარცხვინო  ქვეყანად  ვყალიბდებით.  
მე, ზაზა ხატიაშვილი  ვარ უფლებადამცველი და ვიყავი ასეთი ყველა პოლიტიკური მმართველობის  პირობებში.  გარწმუნებთ,  ჩემთვის, გვარებსა და სახელებს მნიშვნელობა არ აქვს.  მე მსურს ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც პოლიციელის აღარ შემეშინდება, სადაც სამართლიანი სასამართლოს იმედი მექნება, სადაც არ მაწამებენ და ჩემს ღირსებას არ შელახავენ. სწორედ ამიტომ, 2013 წლის მაისში, მე არაერთი საპროტესტო აქცია გავმართე, როგორც პარლამენტის შენობის წინ,  ისე სხვადასხვა ფორმით გამოვხატე ჩემი წინააღმდეგობა მოწმის  სასამართლო წესით დაკითხვის გადავადებაზე. თქვენ ბიძინა ივანიშვილს მოგწერეთ სამი ღია წერილი არ დაგეშვათ მოწმის სასამართლოს წესით დაკითხვის გადავადება, რადგან  სამართალდამცავ ორგანოებში მიდიოდა  მოქალაქეთა წამება  და  მოგიწოდეთ  გეთქვათ   უარი   ჩვენი  მოქალაქეების წამებაზე, მაგრამ თქვენ არავის არ დაუჯერეთ, არ დაუჯერეთ სამოქალაქო საზოგადოებას, არ დაუჯერეთ არასამთავრობო სექტორს,  რომელიც არ ყოფილა ასეთი ერთიანი  არსდროს,  როგორიც იყო მოწმის მხოლოდ სასამრთლოში დაკითხვასთან დაკავშირებით ,  თქვენ არ დაუჯერეთ ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოს  რომელიც გირჩევდათ, რომ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის და პოლიციის ძალადობის დამთავრებისთვის აუცილებელი იყო  მოწმის სასამართლოს წესით დაკითხვა და ბოლოს  თქვენ არ დუჯერეთ თქვენს მიერ მოყვანილ პრეზიედენტს რომელსაც გადაეკიდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ცდილობდა საქართველოს მოქალაქეების დაცვას არაადამიანური მოპყრობისგან და  წამებისგან. 

 


ვინაიდან თქვენ არავის არ დაუჯერეთ და საქართველოში სამართალდამცავებმა   დიდი ალბათობით  წამებით მოკლეს მოწმედ  დაკითხული  მოქალაქე  შალვა თათუხაშვილი.   აღნიშნულის შემდეგ,  თქვენ და ღარიბაშვილი  როგორ უნდა  გამოჩნდეთ  სამოქალაქო საზოგადოებაში?    სამოქალაქო საზოგადოებაზე  ზრუნვით გატანჯულო ბიძინა ივანიშვილო და  და  ღარიბაშვილო თქვენი   ინიციატივით, მოწმის მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაკითხვა 2 წლით გადაიდო,  რითაც საქართველო  ბოლშევიზმის ერაში დარჩა და დაკანონდა უდანაშაულო  ადამიანების წამება პოლიციის დაწესებულებებში. მე რომ არ გითხრათ, თქვენ ხომ იცით, რომ  პოლიციის დაწებულებებში მოწმის სტატუსით დაბარებული ნებისმიერი ნაწამები მოწმე არის თქვენი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის  და იმ დეპუტატების  სინდისზე, ვინც ხმა მისცა  მოწმის მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაკითხვის   წესის  გადავადებას  2 წლის ვადით. 
იქნებ ამ ღია წერილის   წაკითხვის შემდეგ მაინც გამოხვიდეთ და ბოდიში მოუხადოთ სამოქალაქო საზოგადოებას იმ იმედგაცრუების და ტყუილების გამო, რაც თქვენ ბიძინა ივანიშვილმა  გაგვიკეთეთ და ბოლოს მინდა შეგახსენოთ ერთი ფაქტი, როდესაც სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში  ის  იმდენად უყვარდა  ქართველ ხალხს, მის წინააღმდეგ  ვინც ხმას იღებდა, იმ პოლიტიკოსებს  მოქალაქეები  ქვებს  ესროდნენ.  გაიხსნეთ, შევარდნაძესთან შეხვდრაზე მყოფი  ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელსაც თავს დაესხა ქართველი ხალხი და რომელიც  თვითონ სააკაშვილმა გადაარჩინა, მაგრამ  სააკაშვილის  9 წლიანი მმართველობა იყო ისეთი საშინელი ქართველი ხალხისთვის, ეხლა თვითონ მიხეილ საააკაშვილს ეშინია საქართველოში ჩამისვლა,  მართალია  თქვენ  არავის  არ  უსმენთ,  მაგრამ  მინდა იცოდეთ,  მიხეილ სააკაშვილი დაღუპა იმ პროკურატურამ რომელსაც თქვენ ეყრდნობით, საქართველო  გაანდაგურა  იმ ფინანსურმა  პოლიციამ  რომელიც თქვენ პროკურატურის სათავეში მოიყვანეთ. 2 წლის შემდეგ საქართველოში იქნება საპარლამენტო არჩევნები და თუ გონს არ მოხვალთ და გააგრძელებთ იმ უკანონო ქმედებებს თქვენც და თქვენი უფლებამონაცვლე ღარიბაშვილი სააკაშვილის ბედს გაიზიარებთ. "- ნათქვამია ხატიაშვილის მიმართვაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !