
IRI-ს კვლევებში სატელევიზიო რეიტინგებზეცაა საუბარი. გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ენდობა, ყველაზე ყურებადი საინფორმაციო პროგრამა კი „კურიერია“.
ქართული არხების ყურებადობა ასე გადანაწილდა:
“იმედი” - 88 %, “რუსთავი 2” – 87 %, “მაესტრო” - 49 %, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” - 36 %, “კავკასია” - 11 %, “აჭარა TV” – 10 %, “TV 3” – 4 %.
კითხვაზე რომელი არხის საინფორმაციო და პოლიტიკურ გადაცემებს ენდობით ყველაზე მეტად? მონაცემები ასე გადანაწილდა:
„რუსთავი 2“ – 34%, „იმედი“ - 30%, „მაესტრო“ – 21%, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – 3%.
გამოკითხულთა 38% „კურიერს“, 32% „ქრონიკას“, 20% „მაესტროს“, 3% კი „მოამბეს“ უყურებს.