-
2014-04-01 13:59
ადვოკატი გოგა ონიანი დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების სცენარზე საუბრობს.
ონიანის განცხადებით, დააკავებენ რამდენიმე ,,პოლიტპატიმარს" რომლებიც აღიარებენ, რომ მათ სცემეს ნუგზარ წიკლაური და იტყვიან რომ მზად არიან პასუხი აგონ კანონის წინაშე:
„მინდა შემოგთავაზოთ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ხელისუფლების სავარაუდო ვერსია: დააკავებენ რამდენიმე ,,პოლიტპატიმარს" რომლებიც აღიარებენ, რომ მათ სცემეს ნუგზარ წიკლაური, იტყვიან რომ მზად არიან პასუხი აგონ კანონის წინაშე (ცნობისთვის, ცემა ერთ წლამდე მუხლია) და იტყვიან, რომ ნაციონალების რიტორიკა იმდენად აღიზიანებთ, რომ ესეთ ნაბიჯებზეც კი მიდიან. ამას დაგმობს ხელისუფლება ორაზროვნად და იამაყებს, რომ გახსნა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმა!!!
ამ ვერსიას მიმყარებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად დაზარალებულის და მოწმის ჩვენებისა, სადაც ნათქვამია, რომ ცდილობდნენ ნუგზარ წიკლაურის გატაცებას, საქმე აღიძრა არა გატაცებით - სსკ-143 მუხლით, არამედ სსკ-125 მუხლით - ცემა. რეალურად კი, ეს საქმე გაიხსნება ხელისუფლების შეცვლიდან მაქსიმუმ ერთ თვეში, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ძალის მოსვლის შემთხვევაში და თან იქნება უტყური მტკიცებულებები. ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ და პრემიერივით არ ვიტყვი ვიჩქარე-მეთქი. სულ სამი-ოთხი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი ამ საქმის გასახსნელად, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეხლა ამ საგამოძიებო მოქმედებებს არ ჩაატარებენ!!! ყოფილი პოლიციელი, ადვოკატი, მაჟორიტარობის კანდიდატი, ბრალდებული : გიორგი ონიანი“, - წერს გიორგი ონიანი.