უსუფაშვილი: 2008 წელს დემოკრატიულმა სამყარომ კრახი და მარცხი განიცადა

Image

დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე, სახელწოდებით "ვილნიუსიდან რიგამდე -საქართველოს ვალდებულებები და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დემოკრატიულმა სამყარომ დღეს მეტად კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს, ვიდრე ეს მოხდა 2008 წელს:

 

 

"მსოფლიო ბევრად უფრო შეშფოთებულია უშიშროების საკითხებით, ვიდრე ოდესმე, ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში როდესაც არა მხოლოდ თეორიულ საკითხებზე გვექნება საუბარი, რამე რომ მოხდეს, რა უნდა გაკეთდეს, არამედ აბსოლუტურად კონკრეტულ საკითხებზე მოგვიწევს მსჯელობა. ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ იმ საკითხს, რომელიც ყველას გონებას იპყრობს. ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცება, რაც არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

 

შეიძლება ძნელი პროგნოზირებადიც კი იყო, რომ ასეთი რამე მოხდებოდა 21-ე საუკენეში. საქართველოს შემთხვევა კარგი მაგალითი გახლდათ იმ მოვლენისთვის, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს. 2008 წელს განხორციელებულმა აგრესიამ უკვე გარკვეული განგაშის სიგნალები გაუშვა მთელს დემოკრატიულ სამყაროში.

 

მეტად კონკრეტული ზომები უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების მიმართულებით, ვიდრე ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც საქართველოს ოკუპირება განხორციელდა. ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები სამწუხაროდ. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ დემოკრატიულმა სამყარომ აქ კრახი და მარცხი განიცადა, იმიტომ რომ ის, რაც მაშინ მოხდა და რაც ახლა ხდება, არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !