
სიმფეროპოლში, რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარე სკვერში უკრაინის სახელმწიფო დროშების ნაცვლად სსრ კავშირის დროშები აღმართეს.
როგორც "კრიმ.რეალიი" იტყობინება, სსრ კავშირის დროშები იმ ფლაგშტოკებზე აღმართეს, სადაც გვერდით ლენინის ძეგლი დგას. იქ, სადაც ამჟამად საბჭოთა ნამგლისა და უროს სიმბოლიკიანი დროშაა, ადრე ყირიმისა და უკრაინის დროშები იყო აღმართული.