
ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მასობრივად ამბობენ უარს სწავლის გაგრძელებაზე და უკრაინის განათლების სამინისტროს საბუთების გადატანის თხოვნით მიმართავენ.
ბოლო მონაცემებით, 300-ზე მეტმა სტუდენტმა გაიტანა საბუთები და მატერიკულ უკრაინაში გადასვლას გეგმავს. "არ გვინდა ისე ვსწავლობდეთ, როგორც სსრ კავშირის დროს სწავლობდნენ", - აცხადებენ სტუდენტები.