იური ფელშტინსკი: პუტინის ნიურნბერგის პროცესი სევასტოპოლში გაიმართება

Image

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იური ფელშტინსკი ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს რცხვენოდათ, პუტინისთვის დაერქვათ ჰიტლერი, მაგრამ დადგა დრო, როცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა ეწოდოს.

 

ფელშტინსკი ასევე წერს, 90-იან წლებში მოსკოვში სახლების აფეთქების ორგანიზებიდა და ჯერ ჩეჩნეთში, მერე კი საქართველოში ომის მიუხედავად, პუტინმა საბოლოო უარი ევროპულ საზოგადოებაზე მხოლოდ 2014 წლის მარტში გადადგმული ნაბიჯების შემდეგ თქვა.

 

ფელშტინსკი პარალელს ავლებს ჰიტლერსა და პუტინს შორის და წერს, რომ 2014 წლის მარტში პუტინმა რუბიკონი გადალახა. მისი თქმით, ჰიტლერიც კი რამდენიმე სახელმწიფოს ბლოკს ემყარებოდა და რუსეთი კი სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა, ამიტომაც, რუსეთს არ შეუძლია ომი აწარმოოს სრულიად კაცობრიობის წინააღმდეგ.

 

„ახლა მსოფლიო, კაცობრიობა დგას არჩევანის წინაშე: იომოს თუ არა პუტინთან, რომელიც რუსეთის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს. ამ ომის შედეგი რუსეთი დაშლა იქნება და ეს დაშლა ისეთი ხმაურიანი და გამანადგურებელი გამოვა, რომ 1991 წელს სსრ კავშირის დაშლა მასთან შედარებით, მოკრძალებულ რეპეტიციად გამოჩნდება სპექტაკლის წინ“, - წერს ისტორიკოსი.

 

„ვფიქრობ, პუტინის ნიურნბერგის პროცესი სევასტოპოლში გაიმართება. და ყველა ბრალდებული, იმათ გარდა, ვინც სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაამთავრებენ, მივლენ იმ დღემდე, როცა მათ განაჩენს გამოუცხადებენ. მე მინდა, რომ ეს მსჯავრდებულები იყვნენ:

 

საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც დღეს პუტინისთვის რიბენტროპის როლს ასრულებს, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ვიჩაესლავ სურკოვი, „უკრაინის დაპყრობის“ გეგმის პოლიტიკური და იდეოლოგიური ავტორი, ნიკოლოზ პატრუშევი - ფსბ-ს ყოფილი და ახლანდელი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, რუსი ფაშისტი დიმიტრი როგოზინი, შუასაუკუნეების ნაციონალისტი ალექსანდრე პროხანოვი და რუსეთის ტელევიზიაში თავისუფალი სიტყვის ჩამხშობი კონსტანტინე ერნსტი.

 

ასევე ისინი, ვინც დიდი ხანია, კადრს მიღმა ემსახურებიან პუტინს: კგბ-ს გენერლები სერგეი და ვიქტორ ივანოვები და იგორ სეჩინი. მინდა მათ შორის იყვნენ რუსეთის პარლამენტისა და ფედერაციის საბჭოს ყველა წევრი, რომლებმაც თავდაპირველად უკრაინაში ჯარების შეყვანას, შემდეგ კი ყირიმის ანექსიას მისცეს თანხმობა“, - აღნიშნულია ცნობილი ისტორიკოსის იური ფელშტინსკის სტატიაში.

 

felsh.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?