
იტალია რუსული გაზით ქვეყნის უზრუნველყოფაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ENI"-ს ხელმძღვანელი პაოლო სკარონი ავრცელებს. მისივე განცხადებით, ქვეყანა შეძლებს 2014-2015 წლებში მოსახლეობის უზრუნველყოფას უკრაინის ტერიტორიიდან მოწოდებული რუსული გაზის გარეშე.
იტალია მოხმარებული გაზის 90 პროცენტის იმპორტს აწარმოებს. ძირითადი ნაწილი კი რუსეთზე მოდის. "გაზპრომის" მონაცემებით, 2013 წელს იტალიამ რუსეთისგან გაზის შესყიდვა თითქმის გააორმაგა.