-
2014-03-31 18:33
თურქეთის ქალაქ ისკენდერუნში გემზე მყოფ ოთხ ქართველ მეზღვაურს, რუმინელი გემთმფლობელი ხელფასს არ უხდის. მეზღვაურებს პრობლემები აქვთ საკვები პროდუქციის მომარაგების თვალსაზრისითაც.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეზღვაურებთან დადებული კონტრაქტის ვადა მთავრდება, მაგრამ გემთმფლობელს ოთხი თვეა, მეზღვაურებისთვის ხელფასი არ გადაუხდია. გუშინ კი ძლიერი შტორმის დროს ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნათ.
როგორც ცნობილია, მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირების სტამბულის ოფისი ცდილობს პრობლემის შესწავლას და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებას. მეზღვაურების თანხმობის შემთხვევაში თურქი ადვოკატი მათ უფლებებს დაიცავს.