
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ბიბისი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში მის საქმიანობაზე საუბრობს. სააკაშვილის განცხადებით, იგი მშვიდი ცხოვრებისთვის მზად არის, თუმცა „პუტინი თავისი უკრაინული ავანტიურით ისევ არ ასვენებს“:
"მე ვასწავლი ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლაში, წავიკითხე ლექციები პრისტონში, ჰარვარდში. ძალიან ბევრი გამოსვლა მაქვს სხვადასხვა ფონდებში, მაქვს მოწვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან საქართველოს რეფორმების სისტემა გლობალურ ბრენდად იქცა. ასე რომ, დიდი გრაფიკი მაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა. ამ მომენტში, უკრაინა ჩემს ლექციებზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთი წლით გავშორებოდი საქართველოში მოვლენებს, მიმეცა ხალხისთვის ჩემგან დასვენების საშუალება.
მე ვიყავი საკმაოდ დიდი დოზით საქართველოსა და რეგიონში. მეც მჭირდება გადაფასება, რაღაც საკითხებზე დაფიქრება, შესაძლოა, წიგნის დაწერა, ასე, რომ მე სრულიად მზად ვარ გაცილებით მშვიდი ცხოვრებისთვის, მაგრამ აი, პუტინი ისევ არ მასვენებს თავისი უკრაინული ავანტიურით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.