უსუფაშვილი ნატოს სექტემბრის სამიტზე სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას ელის

Image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნატოს სექტემბრის სამიტზე საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას ელის:

 

 

"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება ჩემთვის და ყველა პოლიტიკოსისათვის კიდევ ერთი გაკვეთილია იმისა, რაოდენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ჟურნალისტებთან გვაქვს საქმე და მოსაზრებებს პრესკონფერენციებზე გამოვთქვამთ. მთელს ჩანაწერს გავეცანი და სრულიად აშკარაა, რომ ბატონი ბარაქ ობამა ნატო-ს მომავალ სამიტზე ნატო-ს გაფართოების შესაძლებობას თუ შეუძლებლობას გულისხმობდა. ამ თვალსაზრისით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქაერთველოს ნატო-ში გაწევრიანების მოლოდინი არც ობამას აქვს და არც ვინმეს მხრიდან გამოთქმულა. ამ ნაწილში ის ბრძანებდა, რომ დიახ, უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს სამიტზე და უახლოეს თვეებში მოსალოდნელი არ არის და ეს არ არის რეალისტური. დანარჩენი, საჭირო განმარატებები გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ამერიკის საელჩოს მხრიდან. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, რაიმე ცვლილება არსებულ ვითარებაში, პრეზიდენტ ობამას განცხადებაზე და განცხადების შემდეგ, არ შესულა

 

უშუალოდ სექტემბრის სამიტიდან ჩვენ ველით საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამაზე თანხმდება ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა. კონკრეტულად როგორი იქნება ფორმულირებული საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ამაზე მიდის მუშაობა. ხვალაც იქნება მსჯელობა ბრიუსელში, მსჯელობა გაიმართება მინისტერიალზე და უშუალოდ ნატო-ს სამიტზე",-აღნიშნა უსუფაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !