სააკაშვილის მონათხრობი „რესტორანაზე“ და მეფეზე, რომელიც პატრულმა დააჯარიმა (ვიდეო)

Image

საქართველოს პრეზიდენტმა (2004–2013წ.წ.) მიხეილ სააკაშვილი გადაცემა ,,P.S”-ში ბაგრატიონების შთამომავალზე და მის მეგობარზე სახუმარო ამბავს მოჰყვა, რომელიც დავით ბაგრატიონსა და მის მეგობარს თელავში შეემთხვათ.

 

,,თბილისელებს ამ ერთი წლის წინ ახალი გატაცება ჰქონდათ: მეფის ტახტის მემკვიდრე ჩამოიყვანეს ესპანეთიდან და მეფედ უნდა ეკურთხებინათ. მეგობარი ჰყავს ერთი ამ დავით ბაგრატიონს, ჰქვია ,,რესტორანა“, რომ დათვრება, შემოდგება მაგიდაზე, ჯერ ბოთლს დაიდგამს, მერე ჭიქას მერე ბოთლს, მერე ჭიქას და მერე ენას გამოჰყოფს და არ ექცევა ეს ღვინო და პირდაპირ სვამს..

 

ეს ცირკის ნომერი აქვს, რა...

 

ესენი წამოსული იყვნენ ერთად თელავში. შემოდგა მაგიდაზე, შემოახტუნეს, დაიდგა ჯერ ჭიქა, მერე ბოთლი, მერე ჭიქა, ყველაფერი, მაგრამ ბოლო ჭიქა ცოტა გაუტყდა.

 

დაჯდა საჭესთან, გვერდით მოისვა ჩვენი მეფე დავითი და მოდიან, მოდიან რვიანებით - ნასვამები არიან. გააჩერა წინანადალთან პატრულმა. ჩახედეს - თქვენო მაგარი მთვრალები ხართო, და შენო, მძღოლო, მაგარი ნაცემიც ხარო. აბა გადმოდი ერთიო.

 

„არა უფროსო, კი არ მცემესო, ერთი-ორი ჭიქა დალეული მაქვსო, მარა ცემით არ ვუცემივართო. აი, რომ გითხრათ როგორ იყო, ჭიქა დავიდგიო, მერე ბოთლიო, მერე ჭიქაო, მერე ბოთლი ისევო და ასე რტყმევა-რტყმევითო ბოლოს ცოტა გამეჭრაო“. პატრულმა ჩაიქირქილა, თქვენო, ქალაქელებს, აქაურები სულელები ხომ არ გგონივართო?!

 

გადასძახა პირველს - ნახე რას მეუბნება ნაცემი მძღოლიო, სულელები ვგონივართ ამათ თელაველებიო: რაღაც ჭიქაო, რაღაც ბოთლიო, იმის მაგივრად, რომ მითხრას კაცურად, ვინ ცემა, ჩავიწერთ და დავიჭერთო.

 

იმან გადმოძახა: „ეგ რა არის ჯოო, ე მეორე საერთოდ მეუბნება - თქვენი მეფე ვაარო,“- ჰყვება მიხეილ სააკაშვილი გადაცემაში „პოსტსკრიპტუმი“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !