
2013 წლის თებერვალში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ისაუბრა რა რუსეთსა და საქართველოს შორის „ძმურ და მეგობრულ“ ურთიერთობებზე, ვლადიმირ პუტინს „ბრძენი ადამიანი“ უწოდა.
"მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული, რუსეთი და საქართველო, როგორც ძმები ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ ალბათ, ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა.
მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბატონ ვლადიმერ პუტინთან. მე ადრეც მქონია შეხვედრა, მაგრამ ის სითბო, ის ყურადღება, რაც დღეს გამოიჩინა პრეზიდენტმა პუტინმა, ეს იყო განსაკუთრებული და იმედისმომცველი.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პიროვნება, ის ბრძენი პიროვნება, რომელიც აუცილებლად გამოასწორებს სიტუაციას საქართველოსი და გამთლიანდება საქართველო."